"კვესიტაძე და პაიჭაძე სისხლის სამართლით უნდა გასამართლდნენ!"

"კვესიტაძე და პაიჭაძე სისხლის სამართლით უნდა გასამართლდნენ!"

შინაგან საქმეთა მინისტრთან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ტელეკომპანია "პირველი არხის" ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ, დავით პაიჭაძემ და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა - კახა კოჟორიძემ, ნინო ლომჟარიამ და ეკა გიგაურმა დატოვეს. როგორც ჟურნალისტებს ეკა კვესიტაძემ განუცხადა, მისი პროტესტის მიზანი გახდა "ცირკი", რომელიც შეხვედრაზე ირაკლი კაკაბაძემ და შალვა რამიშვილმა მოაწყვეს. მედიის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია საკითხმა, ეჩვენებინათ თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე ვიდეოკადრები. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომლებმაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხსენებული წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვიეს. შევეცადეთ, უფრო კონკრეტულად გაგვერკვია, თუ რა მოხდა შეხვედრაზე...

ირაკლი კაკაბაძე:

- არ ვიცი, რა აწუხებთ ეკა კვესიტაძესა და დათო პაიჭაძეს, ან ვისზე რა აქვთ სათქმელი, როდესაც წლების განმავლობაში სააკაშვილის საჟურნალისტო ბორდელში მუშაობდნენ... რა კომენტარი უნდა გავუკეთო მის სიტყვებს, მათთან საუბარი საერთოდ უღირსობაა. ისინი მონანიების ბანაკში უნდა წავიდნენ, რათა წლების განმავლობაში მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანიონ. ორივენი, კვესიტაძესა და პაიჭაძეს ვგულისხმობ, სისხლის სამართლით უნდა გასამართლდნენ... სინამდვილეში იცით რა მოხდა, მათ ამ შეხვედრის ჩაშლა უნდოდათ და ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება, ვინც მათი პოლიტიკის გამზიარებელი არ არის. ისინი პროვოკატორობდნენ და ცდილობდნენ, აქცენტები სხვა რამეზე გადაეტანათ. არადა, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მინისტრთან, ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა, სანამ ისინი პროვოკაციას დაიწყებდნენ, მაგრამ რა ქნან, მიშას რეჟიმის ნარჩენები არიან და ასე უნდა გაგარძელონ, რათა თავიანთი არსებობა გაამართლონ.

- როგორ დასრულდა შეხვედრა, ნახეთ ის კადრები? რა შთაბეჭდილებით დატოვეთ იქაურობა?

- შეძრწუნებული ვიყავი, რადგან თვალებს არ ვუჯერებდი ისეთ საშინელები ვნახე... ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და სანამ სასამართლო პროცესები არ დაიწყება, არ გავჩერდები. მინისტრსაც ვთხოვე, შეიქმნას "სიმართლის კომისია", სადაც ის ყველაფერი გამოაშკარავდება, რაც 9 წლის განმავლობაში კეთდებოდა... კონკრეტული გვარებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს იყო სააკაშვილის სისტემის დანაშაული. რომელიც კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ისე კი, კვესიტაძისა და პაიჭაძის ადგილზე, ღმერთმა დამიფაროს მათ ადგილზე ვიყო, სირცხვილით თავს ვერ გამოვყოფდი...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

"პოლიტიკურ მეძავებთან ბოდიშს არ მოვიხდი" - კვესიტაძე-კაკაბაძის დაპირისპირების დეტალები

"10 წამიც რომ აჩვენონ ეს კადრები, საზოგადოებაში დიდი აფეთქება მოხდება" - ირაკლი ალადაშვილი

რაც ვნახეთ, საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, კიდევ რა ტიპის დანაშაული ხდებოდა - ბაია ცანავა

"აუცილებელია კადრების ჩვენება" - "პალიტრის" მსმენელები წამების ამსახველ ჩანაწერებზე

"ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები