დავით კიკალიშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთ ბოდიშს უხდის

დავით კიკალიშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთ ბოდიშს უხდის

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანი და გადაცემის ავტორი, დავით კიკალიშვილი სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთ ბოდიშს უხდის.

როგორც დავით კიკალიშვილმა ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ განაცხადა, მას არ სურს დაემსგავსოს იმ ადამიანს, რომელსაც დღესაც სჯერა, რომ "სტალინმა არ იცოდა".

"პოსტ სკრიპტუმი პრაქტიკულად საავტორო გადაცემაა და თავს უფლებას მივცემ და პირველ რიგში თანადგომას გამოვუცხადებ დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. მიუხედავად დანაშაულის სპეციფიკისა, როდესაც მტკიცებულებების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ დროზე ვერ შევუწყვეთ ხელი გამოვლენასა და აღმოფხვრას. ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას იმის გამო, რომ გასული წლების საქმიანობისას "პოსტ სკრიპტუმში" მომზადდა რეპორტაჟები, სადაც ზოგ შემთხვევაში გამოყენებული იყო პოლიციისა თუ პორკურატურის მიერ მოპოვებული აღიარებითი ჩვენებები. თუ დადასტურდა, ხაზს ვუსვამ, თუ დადასტურდა, რომ ისინი ასეთი ძალადობით და კანონდარღვევით იყო მოპოვებული, "პოსტ სკრიპტუმი" ძალას არ დაიშურებს, რათა აღადგინოს დაზარალებულთა საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება", - განაცხადა დავით კიკალიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები