საკონდიტრო საწარმო "ჯორჯიან ბეიკერსმა" ბაზარზე განახლებული საბავშვო პროდუქცია გამოიტანა. მენეჯმენტის ცნობით, საბავშვო ხაზის "სუპერ ბეიბის" რებრენდინგი მოხდა, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა დამზადების ტექნოლოგია. "სუპერ ბეიბის" პროდუქცია არ შეიცავს მინარევებს, არაალერგიულია და სპეცილურად შერჩეული ეკოლოგიურად სუფთა ინგრედეინტებით მზადება, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს”, - აცხადებენ კომპანიაში.
"სუპერ ბეიების" ბრენდით ამ დროისთვის 425-გრამიანი შეფუთვით მხლოდ ორცხობილა იყიდება. მისი ფასი დახლზე 3 ლარია. სექტემბერში იგივე პროდუქტი 150-გრამიან შეფუთვებში გამოვა.
ამასთან, საკონდიტრო საწარმოს ხარისხის ნიშანი მიენიჭა.
ამ დროისთვის "ჯორჯიან ბეიკერსი" 50-მდე დასახელების საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით ყიდის. მენეჯმენტი ბრენდების დამკვიდრების შემდეგ საფირმო მაღაზის გახსნას არ გამორიცხავს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9