"საქართველოს ბანკის" განვადებით სარგებლობა უკვე ონლაინ შეგიძლიათ

"საქართველოს ბანკის" განვადებით სარგებლობა უკვე ონლაინ შეგიძლიათ

"საქართველოს ბანკის" განვადებით სარგებლობა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი. ამიერიდან, მომხმარებელი სასურველი ნივთის განვადებით შეძენას სახლიდან გაუსვლელად, "საქართველოს ბანკის" პარტნიორი მაღაზიების ინტერნეტ-გვერდიდან შეძლებს.

ონლაინ-განვადებით სარგებლობა ძალიან მარტივია. მომხმარებელი ირჩევს სასურველ ნივთს შესაბამისი მაღაზიის ინტერნეტ-გვერდზე და იქვე ავსებს ონლაინ-განვადების განაცხადს. განაცხადის სამუშაო საათებში გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს მიიღებს გაგზავნიდან 15 წუთში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებელი SMS-შეტყობინებით მიიღებს კოდს. მიღებული კოდი მომხმარებელს განვადების პირობებისა და ხელშეკრულების დასადასტურებლად დასჭირდება, რის შემდეგაც შეძენილ ნივთს მფლობელს მაღაზიის თანამშრომლები სახლში მიუტანენ.

"საქართველოს ბანკის" ონლაინ-განვადების ერთი განაცხადით, შესაძლებელია ერთდროულად სამი ნივთის შეძენა. ონლაინ-განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 150-დან 5 000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24-თვემდე. "საქართველოს ბანკის" ონლაინ-განვადებით სარგებლობა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" პარტნიორ ინტერნეტ-მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე: www.sb.ge.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა