ვინ სთხოვა ხელი მაია ასათიანს

ვინ სთხოვა ხელი მაია ასათიანს

"რუსთავი 2"-ში "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილის, ლევან მასპინძელაშვილის ჩასაწერად მივედი. ეზოში დიდი ჟრიამული დამხვდა. ტრანსპარანტებით, რუპორითა და მაია ასათიანის ფოტოებით შეიარაღებული ბიჭები ხმამაღლა სკანდირებდნენ "მაია, მაიას". ერთ-ერთ ტრანსპარანტზე "მაია გამომყევი ცოლად" ეწერა. ბიჭები "ჯიდიესის" გადაცემა "მზეების" მონაწილეები აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, მათი ვინაობით დავინტერესდი.

- ვინ ხარ, რას მოითხოვ?

- სოკო კაცი. ეს არის ჩემი სახელი და გვარი. მე მიყვარს მაია. ვითხოვ, ცოლად გამომყვეს.

- მაშინ ძახილის ნიშანი აკლია ამ ტრანსპარანტს.

- არ აკლია, მოსძვრა... თუ ცოლად არ გამომყვება, ყავაზე მაინც გამომყვეს კაფეში.

- პირდაპირი კომუნიკაცია არ გიცდია, სატელეფონო მაინც?

- ვერ მოვახერხე, მემალება.

მერე მის გვერდით მჯდარ ბიჭს მივადექი:

- შენ რაღას ითხოვ, ვინ ხარ?

- ტიმკერი ვარ, მეც მიყვარს მაია.

- ეგ როგორ, ყველას გიყვართ, "პროფილის" საერთაშორისო დღეა თუ რა ხდება?

საუბარში თემო მჟავია ჩაგვერთო, რომელსაც ყავარჯნები უკვე გადაუყრია და გადაცემა "მზეების" მომზადებაშიც აქტიურად ჩართულა:

- დღეს არის მაია ასათიანის მოედნის გახსნის დღე. დღეიდან ეს მოედანი მაია ასათიანის მოედანი გახდა და "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელს ვთხოვთ, პატივი სცენ ამ მოედანს. დღეს შეგვაქვს მერიაში განაცხადი, მოედნის სახელთან დაკავშირებით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები