"სმარტს" ერთგული მომხმარებლისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვს

"სმარტს" ერთგული მომხმარებლისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვს

"სმარტს" ერთგული მომხმარებლისთვის საინტერესო ექსკლუზიური შეთავაზება აქვს. მომხმარებელს საშუალება ექნება ყოველ სამშაბათსა და შაბათს "სმარტის" პროფესიონალ მზარეულებთან ერთად ახალი, ეგზოტიკური კერძების კეთების კულინარიულ ჩვევებს დაეუფლონ, რომელთა ინგრედიენტებს მისაღებ ფასად "სმარტშივე" შეიძენენ. გარდა ამისა, "სურვილების კალათში" მომხმარებელს საშუალება აქვს დატოვოს სასურველი კერძის დასახელება და უახლოეს მასტერ კლასზე "სმარტის" მზარეულები მსურველებს მათ რეცეპტსა და მომზადების წესებს გააცნობენ", - აცხადებენ "სმარტში".

"სმარტის" მზარეულები მომხმარებლებს კერძის დაგემოვნებისა და "სმარტ" რეცეპტის მიღების საშუალებასაც მისცემენ, რათა მათ კერძის მომზადება სახლის პირობებშიც შეძლონ. "სმარტში" 300-ზე მეტი დასახელების უგემრიელესი მზა კერძია. "სმარტ" კაფე კი მომხმარებელს საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს სთავაზობს.

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ამ დროისთვის "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები ამჟამად წარმატებით მოქმედებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. უახლოეს მომავალში, "სმარტი" ორ ახალ სუპერმარკეტს გახსნის აჭარაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა