ემი უაინჰაუსი ბულიმიით გარდაიცვალა?

ემი უაინჰაუსი ბულიმიით გარდაიცვალა?

მომღერალ ემი უაინჰაუსის უფროსი ძმა, ალექსი ვარსკვლავის გარდაცვალების განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. მისი თქმით ემი ბულიმიამ იმსხვერპლა. ამის შესახებ ალექსიმ გამოცემა Observer-სთან ისაუბრა. ოფიციალური ვერსიით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ალკოჰოლური სასმელის სასიკვდილო დოზა გახდა.

"არასწორად კვების გამო ფიზიკურად ძალიან დაუძლურებული იყო", - ამბობს ვარსკვლავის ძმა.

ალექსი ასევე აცხადებს, რომ ემის ბულიმია 17 წლის ასაკში დაემართა. მისი თქმით, დაავადება მომღერლის ყველა მეგობარს აწუხებდა. "ჩვენ ვიცოდით, რომ იგი ამას აკეთებდა, მაგრამ ძნელი იყო რამე მოგვემოქმედა, ის ამაზე ხმამაღლა არავისთან საუბრობდა", - აღნიშნა მან.

ბულიმია კვებითი აშლილობაა, რომელიც ხასიათდება უზომო რაოდენობის საკვების მიეღებით, რასაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ხელოვნური გულისრევა.

27 წლის უაინჰაუსი 2011 წელს ჩრდილოეთ ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მომზადებულია Observer-ის მიხედვით.