ჩეხოვამ და ბაბლიშვილმა ახალდაქორწინებულების ნომერი დაიქირავეს

ჩეხოვამ და ბაბლიშვილმა ახალდაქორწინებულების ნომერი დაიქირავეს

მაშინ, როდესაც რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელთა უმეტესობა ევროპის სანაპიროებზე ისვენებს, ანფისა ჩეხოვა და მისი პარტნიორი გურამ ბაბლიშვილი მივლინებით ვლადივასტოკში აღმოჩდნენ. ადგილობრივ სასტუმროში წყვილს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. მათ ახალდაქორწინებულთათვის განკუთვნილი აპარტამენტები დაახვედრეს.

"ვლადივასტოკში ახალდაქორწინებულების აპარტამენტები მოგვცეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაცაზე მიგვანიშნებენ?", - დაწერა მიკრობლოგ "ტვიტერზე" ტელეწამყვანმა.

ანფისამ თავის სამოქალაქო მეუღლე, ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი 5 წლის წინ გაიცნო. მათ საერთო შვილი სოლომონი ჰყავთ, თუმცა დღემდე არ დაქორწინებულან.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები