გორის რაიონის სოფელ კარბში 100-მდე ადამიანი მოიწამლა

გორის რაიონის სოფელ კარბში 100-მდე ადამიანი მოიწამლა

გორის რაიონის სოფელ კარბში 100-მდე ადამიანი საკვებით მოიწამლა. მოწამლულთა უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მოწამლულები ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი, მოწამლულთა უმრავლესობა შინ გაწერეს.

როგორც სოფელში აცხადებენ, დაკრძალვაზე მყოფი ხალხის უმრავლესობა მოიწამლა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელმა საკვებმა გამოიწვია ინტოქსიკაცია.

სოფლის გამგებელი იაგო ბაიაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა, სხვადასხვა სახის პროდუქტიდან სინჯები აღებულია და უახლოეს დღეებში დადგინდება მოწამვლის მიზეზი. სოფელში მოწამვლის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, კერძოდ, ეს არის: ლიმონათი, ხორცი, სოკო, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე უცნობია კონკრეტულად რომელმა პროდუქტმა გამოიწვია ინტოქსიკაცია.

ამ დროისათვის მოწამლულთა უმრავლესობა თავს ნორმალურად გრძნობს. მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ბევრი მათგანი აცხადებს, რომ კლინიკური ნიშნები კვლავ აწუხებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია