ფეხბურთის ფედერაციის შენობას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ფეხბურთის ფედერაციის შენობას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ფეხბურთის ფედერაციის შენობას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტის შედეგად ფედერაციის შენობაზე მინა ჩაიმსხვრა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ განაცხადა, ინციდენტი დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. მისი თქმით, ადგილზე გამოძახებული იყო ვაკის რაიონის პოლიცია.

"ადგილზე იმუშავეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა. ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ეს რაიმე საგანი, თუ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით", – აღნიშნა გიორგაძემ. მისივე თქმით, ინციდენტის დროს ძალიან ძლიერი ხმა იყო, თუმცა კონკრეტულად რისი ხმა იყო, ეს ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია