ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია "ასეკო" ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია "ასეკო" ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

მსოფლიოში ცნობილი ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია "ასეკო" ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. ამ დროისთვის კომპანიის მენეჯმენტი ბაზარს სწავლობს. ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით იმუშავებს "ასეკო" საქართველოში, თუმცა განიხილება რამდენიმე მიმართულება.

"ასეკო ჯგუფი" ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ამჟამად 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი. "ასეკოს საქართველოს" დაგეგმილი აქვს რამოდენიმე "აიტი" კომპანიის ბაზაზე ძლიერი გუნდის შექმნა, რომელიც "ასეკოს" დახმარებით, რეგიონული მასშტაბით შეძლებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მაღალი ხარისხის, კონკურენტული სერვისისა და პროდუქციის შეთავაზებას, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისათვის. კომპანია რეგიონში გაფართოებას სწორედ საქართველოდან აპირებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა