ალბერტ ეინშტეინის ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე გაიყიდა

ალბერტ ეინშტეინის ხელმოწერილი ბიბლია აუქციონზე გაიყიდა

ალბერტ ეინშტეინის ავტოგრაფიანი ბიბლია ნიუ-იორკში, Bonhams-ის აუქციონზე 68,5 ათას დოლარად გაიყიდა.

ბიბლიის ეგზემპლიარი 1932 წელს ცნობილმა მეცნიერმა და მისმა მეუღლემ ამერიკელ მეგობარს, ჰარიეტ ჰამილტონს აჩუქეს. ეინშტეინმა მაშინ წიგნის პირველ ფურცელზე დაწერა, რომ ბიბლია - "სიბრძნისა და სიმშვიდის უდიდესი წყაროა, მისი ხშირად კითხვაა საჭირო".

ლოტის საბოლოო ფასმა წინასწარ შეფასებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ვაჭრობის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ეინშტეინის ხელმოწერილი ბიბლია 1,5 - 2,5 ათას დოლარად გაიყიდებოდა. რარიტეტის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს