ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა არგვეთაში მდებარე სილიკონ-მანგანუმის მწარმოებელ მინი-ქარხანაში ზედიზედ სამი აფეთქება მოხდა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, აფეთქებების გამო ქარხნის შენობა დაიზიანდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა აფეთქებების მიზეზი, ამას ექსპერტები დაადგენენ.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ქარხანა დასახლებასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და აქედან გამომდინარე, აფეთქებების სიმძლავრემ სახლები შეაზანზარა.