ნაყინი "კრემ ბრულე" - ახალი პროდუქტი "ნიკორას" შვილობილ ბრენდ "პალომასაგან"

ნაყინი "კრემ ბრულე" - ახალი პროდუქტი "ნიკორას" შვილობილ ბრენდ "პალომასაგან"

"ნიკორას" შვილობილი ბრენდი "პალომა" ნაყინის ხაზს აფართოებს. მიმდინარე კვირიდან კომპანიის სავაჭრო ქსელსა და ქალაქის სხვა სუპერმარკეტებში, უკვე შესაძლებელია ფრანგული დესერტი "კრემ ბრულეს" გემოს მქონე ნაყინის შეძენა.

ნაყინი "კრემ ბრულე" პრემიუმ კლასის კატეგორიას განეკუთვნება. პროდუქტი გამორჩეული გემოთი, განსაკუთრებულად რბილი და ნაზი კონსისტენციით ხასიათდება.

პროდუქტი ბაზარზე 450-გრამიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი და მისი ფასი "ნიკორას" სუპერმარკეტებში 5.5 ლარით განისაზღვრება.

"ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდი "პალომა" ნაყინს 2005 წლიდან აწარმოებს. ბრენდის ასორტიმენტშია სხვადასხვა სახეობის ჭიქისა და რბილი (ჩამოსასხმელი) ნაყინები, ასევე "საოჯახო", "პლომბირი" და "კრემ ბრულე".

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა