ნიკოლ კიდმანი Jimmy Choo-ს სარეკლამო კამპანიაში

ნიკოლ კიდმანი Jimmy Choo-ს სარეკლამო კამპანიაში

ბრენდმა Jimmy Choo-მ ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა მიიღო მონაწილეობა. მსახიობი ბრენდის სახე მაისში გახდა. ფოტოები ფოტოგრაფმა მიკაელ იენსონმა გადაიღო.

"ნიკოლმა ჩვენი კოლექციის ხასიათი შესანიშნავად დაიჭირა, მისი პერსონაჟი ამ სეზონის Jimmy Choo-ს ქალის ბევრ ღირსებას ფლობს: ძალას, სექსუალობასა და იდუმალებას",-ამბობს ბრენდის კრეატიული დირექტორი სანდრა ჩოი.

კამპანიისთვის ვიდეოც გადაიღეს, რომლის შთაგონების წყარო ჰიჩკოკის ფილმები და მათი მთავარი გმირები გახდნენ - ქალურები, მომხიბვლელები და გლამურულები.

"ამ როლის თამაშით ვისიამოვნე",-აღნიშნა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია USA Today-ის მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო