ქუთაისიდან ხარკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნა

ქუთაისიდან ხარკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნა

ქუთაისიდან ხარკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაინიშნა. ფრენებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "WIZZ AIR"-ი ასრულებს. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარკოვის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა.

"WIZZ AIR"-ის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 1-ელი ივლისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით რეისი კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

"ალექსიძის თქმით, ავიაკომპანია "WIZZ AIR"-ის მხრიდან კიდევ ერთი დამატებითი რეგულარული რეისის შესრულებით საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმის მდგომარეობაზე და ასევე, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. მისივე თქმით, ავიაკომპანია "WIZZ AIR"-ის რეისების სიხშირემ დაადასტურა ახალი აეროპორტის წარმატება და ტურისტთა მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ქეთევან ალექსიძემ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა