ვაზისუბნის "სმარტში" გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო

ვაზისუბნის "სმარტში" გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო

1-ელ აგვისტომდე ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში მდებარე სუპერმარკეტი "სმარტი" მომხმარებლებს ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო პროდუქტებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს. დღეიდან აქციის ფარგლებში, ვაზისუბნის "სმარტში" 100-მდე დასახელების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტისა და 50-მდე მზა კერძის შეძენა თბილისში ყველაზე დაბალ ფასად არის შესაძლებელი. "სმარტი" პეტრე-პავლობის მარხვასაც მზად შეხვდა და თევზეულსა და სხვა სამარხვო პროდუქტებზეც სპეციალურ ფასებს სთავაზობს.

"სუპერმარკეტი "სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. საზაფხულო აქციის ფარგლებში, დღეიდან ვაზისუბნის მოსახლეობას საშუალება აქვს ყოველდღიური მოხმარების, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები "სმარტში" თბილისსში ყველაზე იაფ ფასად შეიძინოს. საზაფხულო აქციით გვსურს მადლობა გადავუხადოთ ვაზისუბნის მოსახლეობას ერთგულებისათვის და კიდევ მეტად გავუმძაფროთ "ჩემი სუპერმარკეტის" განცდა "სმარტში" მოსვლისას", - აცხადებენ "სმარტში".

ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში მდებარე სავაჭრო ცენტი 2000 კვ.მ-ზეა განთავსებული და სუპერმარკეტ "სმარტის" გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს მოიცავს. 10 000-მდე დასახელების ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი, გერმანული საცხობი, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, უფასო ინტერნეტ (WI-FI) ზონა, სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. "სმარტში" ბოსტნეულის შეძენას კი მომხმარებელი ბაზრის ფასებში შეძლებს.

"ამ დროისთვის "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები წარმატებით მუშაობს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. უახლოეს მომავალში, "სმარტი" ორ ახალ სუპერმარკეტს გახსნის აჭარაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა