"საქართველოს ბანკმა" 2012 წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

"საქართველოს ბანკმა" 2012 წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

"საქართველოს ბანკმა" 2012 წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის (თბილისის ფუნიკულორის საბაგირო გზის განახლება, დანადგარის იმპორტი) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ჯილდო მიიღო.

თბილისის ფუნიკულორის საბაგირომ მუშაობა 1905 წელს დაიწყო და იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ციცაბო და დიდი ზომის საბაგირო გზას წარმოადგენდა. 2000 წელს საბაგირო დაიხურა. ფუნიკულორის აღდგენისთვის, "საქართველოს ბანკმა" EBRD-ის მხარდაჭერით, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან საჭირო აპარატურის ჩამოტანისა და ინსტალაციისთვის, ორი გარანტია გასცა.

"საქართველოს ბანკი", ვაჭრობის დაფინანსების თვალსაზრისით, ბაზრის უპირობო ლიდერია, რასაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, მათ შორის: EBRD-თან TFP-ის, IFC-თან GTFP-ისა და ADB-სთან TFP-ის პროგრამების კუთხით. ეს თანამშრომლობა ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას მომხმარებელს უნიკალური ინდივიდუალური პროდუქტები შესთავაზოს ვაჭრობის ფინანსირებისთვის.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა