ZARA-ში დღეიდან სეზონური ფასდაკლება დაიწყო

ZARA-ში დღეიდან სეზონური ფასდაკლება დაიწყო

დღეს, 5 ივლისს ZARA-ს ორი ოფიციალური მაღაზია თბილისში სეზონურ ფასდაკლებას იწყებს. მომხმარებლები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დღეისათვის ZARA-ს ბრენდი მსოფლიოს 87 ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ZARA-ს პირველი მაღაზია ერთი წლის წინ, 2012 წლის აპრილში "თბილისი მოლში" გაიხსნა. 2013 წლის მაისიდან კი ქართველი მომხმარებლებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის საყვარელი ბრენდის კიდევ ერთი ოფიციალური მაღაზია სავაჭრო გალერეა ,,რუსთაველის 42“-ში განთავსდა.

ZARA როგორც INDITEX ჯგუფში შემავალი ბრენდი საქართველოში AlHokair ჯგუფის მიერაა წარმოდგენილი, რომელიც INDITEX-ის ექსკლუზიური პარტნიორია რეგიონში. ჯგუფში შემავალი ექვსი ბრენდი ZARA, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho, Pull & Bear უკვე ფუნქციონირებს თბილისის ბაზარზე.

5 ივლისიდან სეზონური ფასდაკლებით სარგებლობა მომხმარებელს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდის მაღაზიაში შეეძლება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი