გიორგი ბუნდოვანი - "სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია"

გიორგი ბუნდოვანი - "სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია"

25 ივნისს კავკასიურ სახლში გიორგი ბუნდოვანის პოეზიისა და არტჯგუფ "სტიგმატის" ოთხი ახალი მინი არტფილმის ჩვენება გაიმართა. მასში გიორგის რამდენიმე მეგობარი და კოლეგა მონაწილეობდა. საღამოს დავესწარით და შევეცადეთ, გიორგი ბუნდოვანი უკეთ გაგვეცნო...

- მე გახლავართ პოეტი და არტისტი გიორგი ბუნდოვანი. ხელოვნებაში და ზოგადად არტში 1990 წლიდან ვმოღვაწეობ. ჩემი აქტიურობა ლიტერატურაში დაიწყო იმით, რომ მე და ჩემმა მეგობარმა პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა, რომელიც ამჟამად დისიდენტია, ჩამოვაყალიბეთ ქართველ პოეტთა ორდენი "ქრონოფაგები". ეს ლათინური სიტყვაა და ნიშნავს "დროის შთანმთქმელებს". ეს იყო მეორე ოფიციალური პოეტური საძმო "ცისფერყანწელთა" ორდენის შემდეგ. მას ჰქონდა თავისი თავშეყრის სალონი, გერბი, დროშა, სტატუსი... ამ ორდენის ეგიდით გამოიცა სამი კრებული.

- რამდენიმე წელია, რაც ზურაბ რთველიაშვილი საზღვარგარეთაა, თქვენ არ გიფიქრიათ გამგზავრება?

- დიახ, მესამე წელია, რაც ზურა საქართველოში არ იმყოფება. რაც შემეხება მე, გამგზავრებაზე ხშირად მიფიქრია, ჩემთვის აქ ცხოვრება ტანჯვაა, მაგრამ წასვლის საშუალება არ მომეცა. დღეს უკვე ვცდილობ, ამას სხვა თვალით შევხედო. 45 წლის ვხდები და ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი კარმაა. მოსჯილი მაქვს, რომ საქართველოდან ფეხი ვერ გავადგა, ისევე, როგორც ტერენტი გრანელი აქ დასამარდა. გზა არანაირად არ მეხსნება. მე არც პოლიტიკაში გარევა შემიძლია, არც ბიზნესის წარმოება, არც რაღაც პროექტების წერა, სუფთა წყლის პოეტი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია.

- საშუალება რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით?

- ახლა არ ვიცი, მაგრამ აქამდე ტიბეტში წასვლას ვისურვებდი. 16 წელი აქტიური ბუდისტი ვიყავი. მყავს ჩემი ლამა, მოძღვარი, რომელიც ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ბოლო 2 თვეა გავქრისტიანდი და ეს მამა გურამის დამსახურებაა. მონათლული კი ვიყავი, მაგრამ როგორც გითხარით, ბუდიზმის მიმდევარი გახლდით. სამების დიაკვანთან, მამა გურამ ოთხოზორიასთან დაახლოებამ ჩემი რელიგიური ორიენტაცია შეცვალა. დღეს საქართველოში მამა გურამის აზროვნებისა და შინაგანი ბუნების რომ იყოს ყველა მოძღვარი, არანაირი 17 მაისი, ან მსგავსი რაღაცები არ მოხდებოდა. ვფიქრობ, ის მე ღმერთმა გამომიგზავნა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს