რატომ აშიმშილა ოთარ ქირიამ შვილი მილანში

რატომ აშიმშილა ოთარ ქირიამ შვილი მილანში

დრო, როცა სტუმრად მოსულ მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს ფოტოალბომებს ვათვალიერებინებდით, წარსულს ჩაჰბარდა. დღეს შეგიძლია ინტერნეტში, სოციალურ ქსელში, მოინახულო მონატრებული მეგობარი, დაათვალიერო მისი ახალი ან ბავშვობისდროინდელი ფოტოალბომი. ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს. ჩვენ ყველაზე საინტერესო ფოტოს ვარჩევთ თქვენთვის ნაცნობი ადამიანების "ფეისბუქის" გვერდიდან და მის შესახებ ამბის მოყოლას ვთხოვთ.

დღეს "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის პრესის მიმომხილველის ოთარ ქირიას "ფეისბუქის" ალბომები "დავლაშქრეთ" და ერთ-ერთ ფოტოს და მის ისტორიას გთავაზობთ.

- მას მერე, რაც ჩემი ცოლი ფოტოგრაფიის ასოციაციის დამფუძნებელი გახდა, უფრო სერიოზულად მივუდექი ამ ხელოვნებას. მივხვდი, რომ მარტო ღილაკზე თითის დაჭერა არ აკეთებს საქმეს. რაც შეეხება ფოტოს გადაღების პროცესს, ბოლო დროს ცოტა უსიამოვნო გახდა წონის გამო.

- ეს რამდენი კილოგრამის ბრალია?

- 27 კილოგრამის. ძალიან გავსუქდი.

- ეს ფოტო სად არის გადაღებული?

- თვითონ ფოტო ნამდვილად არ წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს და გეტყვით რატომაც, მას ძალიან სასაცილო ისტორია აქვს. მილანშია გადაღებული ორი წლის წინ. მოხდა ისე, რომ მეც და თამუნასაც სახელფასო ბარათები დაგვებლოკა, აღმოვჩნდით სრულიად უფულო, ხურდების ამარა.

- ბავშვს რატომ აქვს ასეთი სახე?

- შია ბავშვს. სულ არ აინტერესებს, ბარათები გაგვეყინა, ფული გვაქვს თუ არა, შია! ჩვენ კიდევ, საზიზღარი მშობლები, ფოტოს გადაღებას ვაძალებთ.

- როგორ დაიბრუნეთ კუთვნილი ფული, დიდხანს გაგიგრძელდათ დუხჭირი მდგომარეობა?

- იმ დღეს ხურდებით შევედით "მაკდონალდსში", ბავშვი დავანაყრეთ. ფული ვერ ავიღეთ. მილანიდან ათენში მივდიოდით უკვე ნაყიდი ბილეთებით. იქ დაგვხვდა თამუნას მამიდა. აეროპორტიდან სახლამდე იმან მიგვიყვანა და ფულიც გვასესხა. ფული ბარათებიდან დავიბრუნეთ მხოლოდ თბილისში.

- მილანი არის შენი ქალაქი?

- არა, მილანი რომ შენი ქალაქი გახდეს, ბევრი ფულია საჭირო. იქ განსაკუთრებული სანახაობა რიგითი ტურისტებისთვის არაფერია, მილანის მუღამი კლუბური ცხოვრება და პრემიუმშოპინგია, რასაც ზესქელი ჯიბე ესაჭიროება. ასე რომ, დღეს მილანი არ არის ჩემი ქალაქი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ოდესმე გახდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები