სუპერმარკეტ "სმარტში" სიურპრიზები გრძელდება

სუპერმარკეტ "სმარტში" სიურპრიზები გრძელდება

სუპერმარკეტი "სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და დღეიდან რუსთაველის გამზირზე, აღმაშენებლის ხეივანზე, კახეთის გზატკეცილზე, ზუგდიდსა და გუდაურში მდებარე "სმარტში" ყველას, ვინც უგემრიელეს იტალიურ აპარატის ყავას "ტრუჩილოს" დააგემოვნებს, საჩუქრად მიიღებს "ბაულის" იტალიურ კრუასანს. იტალიური "ტრუჩილოს" "ამერიკანო", "კაპუჩინო", "ლატე", "ესპრესო" მხოლოდ 2 ლარი ღირს და მომხმარებელს შეუძლია ის თან წაიღოს მოსახერხებელ შეფუთვაში. ყავა "ტრუჩილო" "სმარტის" ექსკლუზიური პროდუქტია.

"სუპერმარკეტი "სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელი უგემრიელეს იტალიურ "ტრუჩილოს" ყავასთან ერთად, იტალიურ კრუასანს მიიღებს საჩუქრად და ახალი ენერგიით აივსებს დღეს. "ტრუჩილოს" "კაპუჩინო" და "ლატე" ნატურალური რძით მზადდება და, რაც ყველაზე მთავარია, "ტრუჩილოს" ყველა ტიპის აპარატის ყავა მხოლოდ "სმარტში" მხოლოდ 2 ლარად იყიდება", - აცხადებენ "სმარტში".

"ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები ამ დროისთვის წარმატებით მუშაობს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე. უახლოეს მომავალში, "სმარტი" ორ ახალ სუპერმარკეტს გახსნის აჭარაში. ვაზისუბნის მეორე მკ.რ-ში მდებარე სუპერმარკეტ "სმარტში" ამჟამად საზაფხულო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში 1-ელ აგვისტომდე მომხმარებლებს 100-მდე დასახელების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტისა და 50-მდე მზა კერძის შეძენა თბილისში ყველაზე დაბალ ფასად შეუძლია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა