"ალდაგიმ" გზის და მგზავრობის ერთდღიანი დაზღვევა შექმნა

"ალდაგიმ" გზის და მგზავრობის ერთდღიანი დაზღვევა შექმნა

სადაზღვევო კომპანია "ალდაგიმ" გზის და მგზავრობის ერთდღიანი დაზღვევა შექმნა. პროდუქტი ავტომობილის დაზღვევას 12 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს. დაზღვევა მომხმარებელს ქალაქის გასასვლელში 10 ლარად შეუძლია შეიძინოს.

"ალდაგის" ამ შეთავაზებას "ტვ-3"-თან კონკურენტები ეხმაურებიან. "აისი ჯგუფისა" და "ჯიპიაის" წარმომადგენელები აცხადებენ, რომ მსგავსი სერვისის შეთავაზებას არ გეგმავენ, რადგან ავტომობილის ერთწლიანი დაზღვევა მათ იმდენად მრავალფეროვანი სახით აქვთ, რომ ერთი დღით ავტომობილის დაზღვევის საჭიროებას ვერ ხედავენ და "ალდაგი ბისიაის" მსგავსად ერთდღიანი დაზღვევის სერვისის შეთავაზებას არ აპირებენ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა