კომპანია "მათე მოტორსი" ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

კომპანია "მათე მოტორსი" ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

კომპანია "მათე მოტორსი" ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს. მალე დიღომში კომპანიის ახალი მულტიბრენდული სერვის-ცენტრი გაიხსნება, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების მომსახურებას გაუწევს.

"ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. მულტიბრენდული ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი და ერთდროულად 40 ავტომანქანის მომსახურებას შეძლებს", - აცხადებენ "მათე მოტორსში".

კომპანია მსგავსი მასშტაბის სერვის-ცენტრის გახნას თბილისის შემდეგ რეგიონშიც გეგმავს.

ამ დროისთვის "მათე მოტორსი" საქართველოში 3 სერვის-ცენტრის მფლობელია. "ჩვენ ავტომფლობელებს სრულ ავტომომსახურებას ვთავაზობთ, ავტოსალონში ასევე შესაძლებელია ავტომობილის შეძენაც", - აცხადებენ კომპანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა