სპილო მარტოობისგან გაგიჟდა

სპილო მარტოობისგან გაგიჟდა

კიევის ზოოპარკის ბინადარ სპილოს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. სპილო სახელად ჰორასი ჯერ ერთ ფეხს ეყრდნობა, შემდეგ მეორეს და ამასთან, ერთ წერტილსაა მიშტერებული. დაავადების მიზეზი მარტოსულობაა.

სპილო, რომელიც ზოოპარკში გასულ წელს მოიყვანეს, ყურადღების უკმარისობით იტანჯება და მისი დახმარება მხოლოდ მდედრობითი სქესის სპილოებს შეუძლიათ.

"მას მეგობარი სჭირდება. სამწუხაროდ, რაიმე თუ არ შეიცვლება, შესაძლოა, სპილო მთელი ცხოვრება ასე დარჩეს, ერთ წერტილს უყუროს", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, სპილო საათობით არ იცვლის პოზას და ზოგჯერ ვოლიერის გისოსებს თავით ეჯახება.

"რამდენიმე წლის წინ ჩვენს ზოოპარკში ასე იქცეოდა დათვიც, რომელსაც საბოლოო ჯამში თავის ქალა დაუზიანდა და მოკვდა", - აცხადებენ ზოოპარკის თანამშრომლები.

მომზადებულია NEWSru.ua-ს მიხედვით.