ნიაზ დიასამიძე – გამოდის, ღვინო, დუდუკი, ქალები აკრძალეს?!

ნიაზ დიასამიძე – გამოდის, ღვინო, დუდუკი, ქალები აკრძალეს?!

პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა (საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა აგრეთვე ზნეობისათვის შეუფერებელი საქციელის გამოვლინების შემთხვევაში დასჯა და სხვ) საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ საკითხზე კომენტარი მუსიკოსს, 33ა-ს სოლისტს ნიაზ დიასამიძეს ვთხოვეთ:

- რა გამოდის ღვინო, დუდუკი, ქალები აკრძალეს?! ზოგადად ალკოჰოლთან ქართველებს ცოტა ფრთხილი დამოკიდებულება რომ გვქონდეს, უკეთესი იქნება. ჩვენ ალკოჰოლის სწორად მოხმარება არ ვიცით, უზომოდ ვსვამთ და ამ საკითხში გარკვეულწილად კანონს ვემხრობი, კოცნას რაც შეეხება, არც ვიცი, რა ვთქვა. ისე, მთელი ევროპა ერთმანეთს კოცნის, მაგრამ დალევა და გალეშვა ნამდვილად არ მინახავს არც პარიზში არც ლონდონში და არც ბერლინში. ყოველ შემთხვევაში, სადაც ბავშვები არიან, იქ მაქსიმალურად შეზღუდულია სასმელის დალევა. ამისთვის სპეც. ადგილები არსებობს, სადაც უნდა დალიონ.

-როგორ ფიქრობთ, ისევე, როგორც მოსაწევი ადგილები, შეიძლება მალე სასმელის დასალევი ადგილებიც ვნახოთ?

-არა, ეგ ნამეტანია. ისე, მე რომ მკითხონ, ბარებში და რესტორნებში მოწევას ავკრძალავდი, ისე როგორც ევროპაშია და მაგაში ნამდვილად ვეთანხმები ევროპას. რესტორნებში არ მოწევა მომწონს, პარკებში არ დათრობაც მომწონს და აი, ახალგაზრდებს რატომ ვუშლით "ზასაობას", ეგ ვერ გავიგე ნამდვილად.

- თქვენ თქვით, რომ კარგი იქნება თუ ალკოჰოლის ზომიერად მიღებას ვისწავლითო, როგორ ფიქრობთ ხომ არ უნდა დაწესდეს, რესტორანში რაღაც გარკვეული ზომა, რაზე მეტის დალევაც არ შეეძლება კლიენტს?

- არა, ეგ კულტურული ზღვარია, შინაგანად უნდა მივიდეთ ამ ზღვრამდე. მე მგონი რომ მომავალი თაობა ისედაც ასეთი მოდის. ჩვენ მაინც მძიმე დრო გამოვიარეთ და მაგიტომ ვეტანებით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალ თაობას დალევა მოუნდეს მხოლოდ დაბადების დღეებზე, ახალ წელს და სხვა. უზომო დალევა საშინელებაა, ზოგადადაც უზომო არაფერი არ ვარგა, სიყვარულის გარდა.მე ღვინოც მიყვარს და ლუდიც (არაყს არ ვსვამ), მაგრამ მირჩევნია შთამომავლობამ ნაკლები სვას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია