მაკა ცინცაძე - შვილთან ერთად მალე წყნეთში გადავალ და იქიდან ვივლი სამსახურში

მაკა ცინცაძე - შვილთან ერთად მალე წყნეთში გადავალ და იქიდან ვივლი სამსახურში

"მაესტროს" მომხიბვლელი ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ზაფხულის სიცხის გამო შვილთან ერთად მალე წყნეთში გადაბარგდება და სამსახურშიც იქიდან ივლის. როგორც თავად ამბობს, მზისა და ზღვის ნაკლებობას ყველა სეზონზე განიცდის, მაგრამ შვილის გამო წელს მთაში დასვენებას გეგმავს, თუმცა თუ დრო დარჩა, ზღვასაც ესტუმრება.

- ყველა სეზონს აქვს როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებები, მიუხედავად ამისა, გაზაფხული-ზაფხული ზამთარზე მეტად მიყვარს. ზამთარში ცივა, მაგრამ, სამაგიეროდ, გვეძლევა თხილამურებით სრიალის საშუალება, ზაფხულში ცხელა, მაგრამ მაინც ვპოულობთ სხვადასხვა საშუალებას გასართობად და გასაგრილებლად.

- დასვენებაზე ფიქრსა და მზადებას როდიდან იწყებ? ზოგი დათბობასთან ერთად შეუდგება ხოლმე ამაზე ზრუნვას, ზოგს კი შვებულებამდე ერთი კვირით ადრე ახსენდება...

- სიმართლე გითხრათ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები, მაგაზე ფიქრის დროც კი არ მაქვს, თან დასვენება მარტო ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული? გააჩნია, შვებულება როდის მექნება, როცა მე სამსახურში არ ვიქნები, ჩემ მაგივრად სხვამ უნდა იმუშაოს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჩემი წასვლით ვინმე არ დაზარალდეს. მოკლედ, ბევრი დეტალია მოსაგვარებელი, სანამ დასასვენებლად წავალ.

- ახლა შვილის გამო მთაში დასვენებას ამჯობინებ, მაგრამ როდესაც ამ მხრივ სრული თავისუფლება გქონდა, მაშინ რას ანიჭებდი უპირატესობას - მთას თუ ზღვას?

- რასაკვირველია ზღვას, მზე და ზღვა არის ის, რის ნაკლებობასაც ყველა სეზონზე განვიცდი. გარდა იმისა, რომ მზე ვიტამინით გვამარაგებს, ასევე დადებითი ემოციით მავსებს, რომ არაფერი ვთქვათ ნამზეურზე, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ზღვაზე ყოფნისას სანაპიროზე ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თავგადაკლული მოცურავე და წყალზე გადარეული არ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად დროს სანაპიროზე ვატარებ.

- ხელოვნურად თუ ირუჯები, სოლარიუმს ვგულისხმობ...

- კი, სოლარიუმში დავდივარ, მაგრამ მისი უარყოფითი თვისებების გამო გადაჭარბებული დოზით არ ვიყენებ, გარდა ამისა, როდესაც არ ხარ 18 -20 წლის და ყოველდღიურად გიწევს გრიმის გაკეთება, კანს უფრო მეტად უნდა მოუფრთხილდე, ამიტომ ბოლო ხუთი წელია, შედარებით ნაკლებად დავდივარ სოლარიუმში, ძირითადად მხოლოდ გაზაფხულზე მივდივარ, სანამ აუზზე სიარული და ბუნებრივად გარუჯვა გახდება შესაძლებელი.

- ხომ არ გეგმავ, თბილისის სიცხეს გაერიდო?

- წყნეთში ავალ ბავშვთან ერთად, წყნეთის ჰაერი დიდად არ გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, მაგრამ თბილისას სჯობს, ამიტომ ცოტა ხნით წყნეთში გადავალთ და იქიდან ვივლი სამსახურში, შემდეგ კი ვეცდები, კესო ბებიასთან ერთად მაღალმთიან კურორტზე გავუშვა, თუ მოვახერხებ, მინდა, ზღვაზეც წავიყვანო, მაგრამ ეს უკვე ჩემს შვებულებაზეა დამოკიდებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები