მერაბ მეტრეველი - "ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

მერაბ მეტრეველი - "ბედუკაძემ ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"ბედუკაძემ, ჩემი აზრით, ბოლომდე ვერც გმირობაზე გაქაჩა და ვერც ნაძირლობაზე"

"ბედუკაძე დღეს ბევრისთვის გმირია, ბევრისთვის დამნაშავე. ბევრი ფიქრობს, რომ თავისი დანაშაული შემდეგ ჩადენილი საქციელით გამოისყიდა. როგორც გაირკვა, ასე ფიქრობს მთავარი პროკურორიც. ადრეც დავწერე და დღესაც გავიმეორებ: ეს ორი რამე არ შეიძლება ერთმანეთის საპირწონე იყოს. ყველას გახსოვთ ვიქტორ ჰიუგოს რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი". იქ არის აღწერილი ასეთი ეპიზოდი: სამხედრო გემზე ერთ-ერთი მეზღვაურის დაუდევრობით, უბედურება დატრიალდება, დაბმული ზარბაზანი მოწყდება, რამდენიმე ადამიანს მოკლავს და გემსაც დალეწვით ემუქრება. ბოლოს თავად დამნაშავე გამოიჩენს უმაგალითო გმირობას და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ზარბაზანს შეაჩერებს. შედეგად გენერალი ამ ადამიანს ჯერ მამაცობისთვის წმინდა ლუდოვიკოს ჯვრით დააჯილდოებს, შემდეგ კი დაუდევრობისთვის დახვრეტს. მე, ბუნებრივია, არავის დახვრეტას არ ვითხოვ. ეს მაგალითი მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ მოვიყვანე, რომ დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს, გმირიც რომ იყოს".

"გიორგი ლომიას და ირმა ინაშვილს, თუ დავუჯერებთ, ისინი სულაც არ ჩქარობდნენ არჩევნებამდე კადრების გამოქვეყნებას, რადგან ამის უფლებას მათ ბედუკაძე არ აძლევდა (ცოლ-შვილის გაყვანას ითხოვდაო) და მხოლოდ იმიტომ დააჩქარეს, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ თავად დაიწყო საკუთარი დადგმული კადრების გამოქვეყნება. ესე იგი რა გამოდის? „ნაცები“ ადეიშვილის მატრაკვეცობამ დაღუპა, რომელმაც გადაწყვიტა, დაესწრო მათთვის და თავად აწამებინა და გადააღებინა კადრები?"

"ახლა რაც შეეხება იმას, არიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც კადრებს ერთი წელი ინახავდნენ დამნაშავენი დანაშაულის დაფარვაში. როგორც გუშინ გადაცემაში სტუმრობისას მთავარმა პროკურორმა განმიმარტა, არა, რადგან მათ დანაშაული ბოლოს მაინც გაამხილეს, ხოლო კანონი დანაშაულის გამხელისთვის ვადას არ აწესებს ანუ არ გეუბნება დანაშაული გაგებიდან ხუთ წუთში უნდა გაამხილო, თუ ხუთ წელიწადში. ან როგორ გეტყვის?"

"კბილაშვილმა მას შეუნდო, ახლა დროა დავინტერესდეთ: მოხვდება, თუ არა გარდაცვალების შემდეგ ბედუკაძე სასუფეველში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სასუფეველში პირველი ავაზაკი შევიდა", - წერს მეტრეველი.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები