"ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ სა­ნა­დი­რო თო­ფი მა­ჩუ­ქა"

"ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ სა­ნა­დი­რო თო­ფი მა­ჩუ­ქა"

სულ ცო­ტა ხან­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე ახა­ლი პრო­ექ­ტი "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე" და­იწყ­ე­ბა, ამ პრო­ექ­ტის ერ­თ-ერ­თი ავ­ტო­რი იუ­მო­რის­ტი ვა­ხო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლია. დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ვა­ხო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აგ­ვის­ტო­ში პა­რიზ­ში და­სა­ს­ვე­ნებ­ლად წას­ვ­ლას გეგ­მავს.

- ახა­ლი პრო­ექ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. გა­და­ცე­მას ჰქვია "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე", რო­მე­ლიც დამ­წყებ იუ­მო­რის­ტებს მის­ცემს შანსს სა­კუ­თა­რი ნი­ჭი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნონ. გა­და­ცე­მის ფორ­მა­ტის მი­ხედ­ვით თი­თო­ე­ულ ახალ­ბე­და იუ­მო­რისტს ერ­თი ნომ­რის წარ­მო­სად­გე­ნად 5 წუ­თი ეძ­ლე­ვა, სწო­რედ ამ დრო­ში უნ­და შეძ­ლონ მათ ჩვე­ნი გა­ცი­ნე­ბა და იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ ამას, და­წეს­დე­ბა ფუ­ლა­დი პრი­ზი 50-დან 1000 ლა­რამ­დე. იუ­მო­რის­ტებს ჟი­უ­რის წევ­რე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ, რომ­ლის უც­ვლე­ლი წევ­რიც არის ნი­კა არა­ბი­ძე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ყო­ველ კვი­რას შე­იც­ვლე­ბი­ან.

- და­ახ­ლო­ე­ბით ამ ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა გა­დის "ჯი დი ეს­-ზე", რო­მე­ლიც თქვენს ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელ ფა­ქოს მიჰ­ყავს, იქაც იც­ვლე­ბიან ჟი­უ­რის წევ­რე­ბი და დამ­წყე­ბი იუ­მო­რის­ტე­ბის­თვის ფუ­ლა­დი პრი­ზი არის და­წე­სე­ბუ­ლი...

- არ ვი­ცი, რა გა­და­ცე­მა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი. და­მერ­წმუ­ნე, რომ ჩვე­ნი გა­და­ცე­მა და ის გა­და­ცე­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ფაქ­ტობ­რი­ვად­, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი­ა.

- იუ­მო­რის­ტებს რო­გორ შე­არ­ჩევთ?

- უკ­ვე გა­მო­ვაცხ­ა­დეთ შე­სარ­ჩე­ვი კას­ტინ­გი, უამ­რა­ვი გა­ნაცხ­ა­დი შე­მო­ვი­და, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა წარ­დგა ჩვენ წი­ნა­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა. ზოგ­მა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სკეტ­ჩე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა, ზოგ­მა კი ჩვე­ნი გუნ­დის მი­ერ შექ­მნი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რა - ჟიმ­ნი მე­ბო­ნი­ა, ჯუ­ლი­ და სხვ. მომ­გე­ბი­ა­ნიც არის ეს, რად­გან რო­ცა შენს პა­რო­დი­ას აკე­თე­ბენ, გე­ცი­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა იუ­მო­რის­ტი ვერ მოხ­ვდა პრო­ექ­ტში, მაგ­რამ მათ აქვთ შან­სი, მო­მა­ვალ წელს ისევ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­და­ცე­მა­ში "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე". მკაც­რი და ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სებ­ლე­ბი ვართ, "რუს­თა­ვი 2"-ის ფულს ვა­რი­გებთ და თუ არ გვე­ცი­ნე­ბა, უმი­ზე­ზოდ ვერ გა­ვი­ცი­ნებთ.

- შე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი - ჟიმ­ნი მე­ბო­ნია და კას­პე­ლი ზა­უ­რა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბენ?

- რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს ზა­უ­რა, ჩე­მი ნა­თე­სა­ვია და კას­პში ცხოვ­რობს. ის, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, "კო­მე­დი შო­უ­ში" უფ­რო იმი­ტი­რე­ბუ­ლი და გა­შარ­ჟე­ბუ­ლი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ჟიმ­ნის, ამ პერ­სო­ნა­ჟის ავ­ტო­რი ჩე­მი და იყო, სახ­ლში ხში­რად აკე­თებ­და ჟიმ­ნის პერ­სო­ნა­ჟის იმი­ტა­ცი­ას, შემ­დეგ ე.წ. "ჰო­უმ იუ­მო­რი" ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­და­ვი­ტა­ნე.

- ამ ზაფ­ხულს სად აპი­რებ დას­ვე­ნე­ბას?

- არ ვი­ცი, ამას რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებ, რად­გან "კო­მე­დი შო­უს", "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გეს" გარ­და და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ "ა­ხა­ლი არ­ხით", სა­დაც ახალ პრო­ექ­ტებს ვა­კე­თებთ. და­გეგ­მი­ლი მაქვს ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ზაფ­ხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­დე პა­რიზ­ში. ალ­ბათ, აგ­ვის­ტო­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბით, გა­აჩ­ნია, დრო და სა­მუ­შაო რე­ჟი­მი რო­გორ მომ­ცემს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას.

- შე­ნი მე­უღ­ლე შსს-დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ახ­ლა რას საქ­მი­ა­ნობს?

- ჩე­მი მე­უღ­ლე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­იდან რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ახ­ლა ოჯახ­ში მთა­ვა­რი შე­მომ­ტა­ნი მე ვარ. სო­ფომ ყვე­ლა­ზე კარგ სა­მი­ნის­ტრო­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის სა­მი­ნის­ტრო, სა­დაც მთლი­ა­ნად პა­ტა­რა ან­დრი­ას აღ­ზრდა­ზე არის გა­დარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია ან­დრი­ა. ვერ ვიტყ­ვი, რომ ინ­დი­გო ბავ­შვი­ა, მაგ­რამ ძალიან ჭკვი­ა­ნი­ა, რაც 20 წლის ასაკ­ში ვის­წავ­ლე, ერ­თი წლის ან­დრი­ამ უკ­ვე იცის. ათი თვის იყო, რო­ცა ჯუ­ჯე­ბის ფაზ­ლებს ად­ვი­ლად აწყ­ობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ტექ­ნი­კა. გიჟ­დე­ბა "სილ­ქნე­ტის" პულ­ტზე. გა­მო­ვუ­წე­რეთ ინ­ტერ­ნე­ტით ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­თა­მა­შო პულ­ტი, სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ით, მაგ­რამ მას მა­ინც "სილ­ქნე­ტის" პულ­ტი უყ­ვარს, რა­ტომ, არ ვი­ცი.

- ვა­ხო, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ღი­ად უჭერ­დი მხარს ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას, მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზეც და­დი­ო­დი, ახ­ლაც მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი ხარ? რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­ჩუ­ქა ია­რა­ღი?

- ეს თე­მა ამ ინ­ტერ­ვი­უს­თან არა­ფერ კავ­შირ­შია და არც ვა­პი­რებ ვი­სა­უბ­რო. ია­რაღს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს იყო სა­ნა­დი­რო თო­ფი, ახა­ლაია ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ხში­რად მარ­თავ­და ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც მე მიმ­ყავ­და და ეს იყო ჯილ­დო, რო­მე­ლიც ამ საქ­მის­თვის გად­მო­მე­ცა. ჩვენ­ზე რას არ ამ­ბო­ბენ, თით­ქოს სექ­ტან­ტე­ბი ვართ და ხალხს ვა­ზომ­ბი­რებთ. ეს არის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ერ­თი მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხი ვართ და არა­ვის მი­მართ არ ვართ ცუ­დად გან­წყო­ბი­ლი. დი­დი შე­მო­სა­ვა­ლიც არ გვაქვს, მი­ლი­ო­ნებს რომ ვი­ღებ­დე ვინ­მეს­გან, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში არ ვიცხ­ოვ­რებ­დი და 60 კვად­რა­ტულ მეტრ სახლს მა­ინც ვი­ყი­დ­დი. ჩემს საქ­მე­საც მო­ვახ­მარ­დი ამ ფულს, ყი­რა­ზე გა­და­ვი­დო­დი და უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები