"რითეილ გრუპ ჯორჯია" აქციების ახალ კამპანიას იწყებს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, დღეიდან მსოფლიო ბრენდების მათ შორის: "გეპის", "მარკს ენდ სპენსერის", "ტოპშოპისა" და "ტოპმენის", "ბანანა რეფაბლიკისა" და "ნიუ ლუქის" უახლეს კოლექციებზე 50%-მდე ფასდაკლება ამოქმედდება. ამასთან, "ინდიტექსის" ჯგუფში შემავალი ბრენდებზე, რომლებზეც გარკვეული აქციები უკვე მოქმედებდა, იზრდება ფასდაკლების ნიშნული. საქართველოში "ინდიტექისის" ისეთი პოპულარული ბრენდებია წარმოდგენილი, როგორიცაა: "ზარა", "მასიმო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრადივარიუსი" და "ფულ ენდ ბეარი".
"რითეილ გრუპ ჯორჯია" ამ დროისთვის 35 ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში. მაღაზიების ძირითადი ნაწილი სავაჭრო "ცენტრ "თბილისი მოლში" მდებარეობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9