კომპანია "დიო" ახალ შოურუმს გახსნის. მენეჯმენტის ინფორმაციით, შოურუმი რომელიც ს. ცინცაძის ქუჩაზე N79-ში ამოქმედდება, მომხმარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.
ამასთან, კომპანიამ ახალი ექსკლუზიური პროდუქცია: სუნბრეაკერ (სანბრეიქერი) წარადგინა.
"ეს არის გარე ვენეციური ჟალუზი ექსტერიერისთვის, რომელსაც მხოლოდ კომპანია "დიო" აწარმოებს ქართულ ბაზარზე", - განმარტავენ "დიოში".
ქსელში საზაფხულო აქციაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც: ვინც შეიძენს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას კომპანია "დიოში", საჩუქრად 1-ცალ მწერებისგან დამცავ სტაციონალურ ბადეს მიიღებს.
შპს "დიო" 1996 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მრავალი სახის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრებს, მზისგან დამცავ სისტემებს, ჟალუზებს, როგორც ინტერიერისთვის, ასევე ექსტერიერისთვის, მწერებისგან დამცავ ბადეს და ფრანგული ბარისოლის გასაჭიმ ჭერს.
"დიო" ეს არის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე, სწორედ ამიტომ "დიო" დღემდე პოპულარული, პრესტიჟული და საიმედო პარტნიორია", - აცხადებენ კომპანიაში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9