როგორ გაათხოვა ეკო ფანგანმა ნინო ორდენიძე

როგორ გაათხოვა ეკო ფანგანმა ნინო ორდენიძე

ეკო ფანგანი და ნინო ორდენიძე ბავშვობის მეგობრები არიან და ერთმანეთის რჩევებს მუდამ ითვალისწინებენ. ამბობენ, რომ ურთიერთობაში უმთავრესი ერთგულებაა და ცდილობენ, ერთმანეთს გული არ ატკინონ.

ეკო:

- ნინო მეშვიდე კლასში ყოფნისას გავიცანი და მალევე დავუმეგობრდი. მერე უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ნინო საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ თბილისში გავათხოვე და მეგობარი ამ გზით დავიბრუნე (იცინის). ვფიქრობ, ლევანისა და ნინოს შეუღლებით მაგარი საქმე გავაკეთე! სხვათა შორის, მათი პირველი შვილის ნათლია ვარ.

ნინო:

- ეკო უერთგულესი ადამიანი და ძალიან კარგი მეგობარია. მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი, ამით ისარგებლა და გამათხოვა (იცინის). ახლა მინდა, სამაგიერო გადავუხადო და გავათხოვო. მინდა, შვილი ჰყავდეს.

ეკო:

- მოკლედ, მაჭანკალი გახდა და ხან ვის მირიგებს, ხან - ვის. "ფეისბუქში" ბიჭი თუ მოეწონება, ეგრევე მირეკავს და მეუბნება: ამა და ამ ადამიანის გვერდი დაათვალიერე, შენთვის მომეწონაო.

ნინო:

- ამ საქმისთვის კარგად ვერ მოვიცალე, მაგრამ პირობას ვდებ: მალე გადაცემაში - "ჩემი ქორწილი", მე ვიქნები წამყვანი, ეკო კი პატარძლის ამპლუაში მოგვევლინება.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები