თინა კანდელაკმა 10 წლით უმცროსი საყვარელი გაიჩინა

თინა კანდელაკმა 10 წლით უმცროსი საყვარელი გაიჩინა

ბუკლიკო მოგესალმებათ და დღევანდელ ნომერში მოგიყვებათ ახალშექმნილი ჯგუფის, თინა კანდელაკის ახალი საყვარლის და სხვა საინტერესო ამბების შესახებ.

ბოლო დროს თინა კანდელაკის შესახებ პიკანტურ ამბებს მისი ძველი მეგობარი, მსახიობი და შოუმენი სტანისლავ სადალსკი "ამხელს". ყოფილმა მეგობარმა თინა მართლა ამოიჩემა და ხან მის უცნაურ ფოტოებს აქვეყნებს, ხან კი მის პირად ცხოვრებაზე ინტიმურ ამბებს ასაჯაროებს.

ამჯერად სადალსკიმ რუს ჟურნალისტებს ამცნო, რომ კანდელაკმა საყვარელი გაიჩინა, თანაც, ერთადერთი მიზეზით - ვიბრატორი რომ არ გამოიყენოს. თინა სადალსკის თავხედობებს რატომღაც არ პასუხობს, სავარაუდოდ, პიარის მოყვარული ტელეწამყვანისთვის ამგვარი "რეკლამაც" მისაღებია.

რაც შეეხება თინას ახალ მიჯნურს, მას არც თინა მალავს. 27 წლის ვასილი ბროვკო თინაზე ათი წლით არის უმცროსი და კომპანია "აპოსტოლ მედიის" გენერალური დირექტორია. ბოლო დროს ის გამუდმებით თინას გვერდით არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია