ბათუმში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ბათუმში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ბათუმში, ზღვაში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში, რამაც ინფარქტი გამოიწვია.

"ადამიანის გადარჩენა შეიძლება რვა წუთში. ორი წუთის შემდეგ მაშველებმა შეძლეს ახალგაზრდის ნაპირზე გამოყვანა, თუმცა ინფარქტი უკვე დაფიქსირებული იყო. დამსვენებლებს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მიმდინარე საზღვაო სეზონზე ადამიანის ზღვაში დახრჩობის პირველი შემთხვევაა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია