ჯოან როულინგმა დეტექტივი ფსევდონიმით გამოაქვეყნა

ჯოან როულინგმა დეტექტივი ფსევდონიმით გამოაქვეყნა

ცნობილმა მწერალმა ჯოან როულინგმა აღიარა, რომ დეტექტიური რომანის - The Cuckoo's Calling-ის ავტორია. წიგნი რობერტ გელბერტის ფსევდონიმით გამოვიდა.

The Cuckoo's Calling-ი წელს აპრილში გამოსცეს. რომანში პატიოსანი დეტექტივის და ომის ვეტერანის კორმორანა სტრაიკის ისტორიაა აღწერილი, რომელიც მოდელის მკვლელობას იძიებს.

ამჟამად წიგნის 1,5 ათასი ეგზემპლიარია გაყიდული.

როულინგის თქმით, იგი კმაყოფილია, რომ დეტექტივი ფსევდონიმით გამოუშვა, ამასთან, წინასწარი სარეკლამო კამპანიის გარეშე.

მომზადებულია Sunday Times-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს