გრიგორი ლეპსიმ ხმის პრობლემის გამო კონცერტები გადადო

გრიგორი ლეპსიმ ხმის პრობლემის გამო კონცერტები გადადო

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალ გრიგოლ ლეფსვერიძეს (გრიგორი ლეპსი) ექიმებმა სოჭსა და ანაპაში საზაფხულო საკონცერტო ტურებში გამოსვლა აუკრძალეს. ბგერითი იოგების სპეციალისტის, ჯანა აბიტილიას დიაგნოზით, რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავს ხმის იოგებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

გრეგორი კონცერტის ჩატარებას შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ქალაქში, ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში აპირებდა. მაგრამ საუკეთესო ევროპელ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მომღერალს წარმოდგენების გადადება მოუწია.

ექიმები ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილებას ცდილობენ, რომლის შედეგებიც არაპროგნოზირებადია. თერაპიული მკურნალობის კურსი კი ლეპსის კონცერტების გადადებას მოითხოვს.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება