ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გუშინ ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ბიძინა ივანიშვილს ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში თეატრალიზებული დახვედრა მოუწყვეს. გათამაშდა სცენა ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე ისაუბრა და წაიკითხა ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ნოდარ დუმბაძე იყო გამორჩეული ქართველი მწერალი, რომელიც ქართველ მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. "მისნაირი იუმორი არავის ჰქონდა. მას არაჩვეულებრივად შეეძლო თუნდაც ყველაზე ტრაგიკული გმირების კომიკურად წარმოჩენა", - აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს