თამარ რუხაძე - რა არგუმენტითაც "მეცხრე არხიდან" წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია

თამარ რუხაძე - რა არგუმენტითაც "მეცხრე არხიდან" წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია

ჟურნალისტი და ტელეპროდიუსერი თამარ რუხაძე მრავალი წელია, მედიაშია. რამდენიმე ტელევიზიაში მუშაობდა. ბოლოს "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახლდათ და არხი კახა ბექაურსა და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად დატოვა. მიზეზად არხის ახალ დირექტორ ლუბა ელიაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა, თუმცა დღეს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. რამდენიმე თვე არ მუშაობდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ არა ტელევიზიიდან. პირველ მაისს, მას შემდეგ, რაც "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის" ძველმა დირექტორმა თამარ კორძაიამ თანამდებობა დატოვა და დეპუტატად იყარა კენჭი, ახალ დირექტორად რამდენიმე კანდიდატიდან თამარ რუხაძე შეარჩიეს.

რას მოიცავს ეთიკის ქარტიის საქმიანობა და რა დარღვევებია ქართულ მედიასივრცეში, ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრეთ.

- თამარ, რას საქმიანობდით "მეცხრე არხის" დატოვების შემდეგ?

- "მეცხრე არხიდან" წამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვე არსად არ ვმუშაობდი. მქონდა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ეს ჩემს პროფესიულ საქმიანობას არ ეხებოდა. გადავწყვიტე, რომ იმ ეტაპზე სახლში ვყოფილიყავი.

იმ პერიოდში ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ თამარ კორძაია და მან გადაწყვიტა, ნაძალადევის რაიონში კენჭი ეყარა. ქარტიას დასჭირდა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, გამოცხადდა კონკურსი და კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. საბოლოოდ საბჭომ არჩევანი ჩემზე შეაჩერა და პირველი მაისიდან საქმიანობას შევუდექი.

- იმ პერიოდში, როდესაც არ მუშაობდით, ხომ არ ფიქრობდით, რომ "მეცხრე არხიდან" წამოსვლა იჩქარეთ?

- არა, ასეთი შეგრძნება არ მქონია. რა არგუმენტითაც არხიდან წამოვედი, აზრი დღემდე არ შემიცვლია. იმ პერიოდმა გაიარა და დღეს აღარ მაქვს სურვილი, წარსულზე ვილაპარაკო.

- კარგი, ქარტიაზე ვისაუბროთ.

- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არასამთავრობო ორგანიზაციაა. 2009 წლის დეკემბერში დაახლოებით 139 ჟურნალისტი შეთანხმდა, რომ მზად იყვნენ, საერთო ეთიკური პრინციპებით ემუშავათ. ამის უამრავი ანალოგი არსებობს მსოფლიოში. ჟურნალისტებმა, რომლებიც მაშინ ქარტიაზე მუშაობდნენ, საერთაშორისო გამოცდილება, მსგავსი ტიპის ეთიკის კოდექსები გაითვალისწინეს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული ვარიანტი სახელწოდებით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, რომელიც 11 დებულებისგან შედგება და იმ ეთიკურ პრინციპებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ჟურნალისტები მუშაობენ. 2009 წელს ყველა ხელმომწერი ჟურნალისტი ავტომატურად იქცა ორგანიზაციის დამფუძნებლად.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები