თბილისში ბიოპროდუქტების ახალი მაღაზია PPil-Pil გაიხსნა, სადაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ბრენდირებული პროდუქტები გაიყიდება.
მენეჯმენტის ცნობით, ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთი მაღაზიაა წარმოდგენილი, კეკელიძის ქუჩაზე და კომპანიის გეგმებში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ფილიალის დამატება შედის.
"გადავწყვიტეთ ქართულ სოფლებში მოგვეძებნა ძველი, დავიწყებული გემოები. შედეგად მივიღეთ ბრენდი PPil-Pil რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბუაჩიძეების თაფლს იმერეთიდან, კვარაცხელიების კამეჩის სულგუნს, ნამდვილ ქართულ ჩაის და ბევრ მონატრებულ პროდუქტს სოფლიდან. ვცდილობთ შევქმნათ დახვეწილი მარკეტინგის და ქართული სოფლის პროდუქტის სინთეზი, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესია", - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეხება ფასებს, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელს კონკურენტულ ფასებს სთავაზობენ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9