"მედიაპალიტრას" "საქმიანი ქალბატონების" პოდიუმზე მარიანა ნინიკაშვილი წარადგენს

"მედიაპალიტრას" "საქმიანი ქალბატონების" პოდიუმზე მარიანა ნინიკაშვილი წარადგენს

უკვე ტრადიციად იქცა ლიკა ყაზბეგის მასშტაბური პროექტი - "საქმიანი ქალი პოდიუმზე" ანუ "კომპანიის სახე", რომელშიც თავის სფეროში წარმატებული ქალბატონები მუდმივად მონაწილეობენ. ისინი ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავს პოდიუმზე ცდიან და იმ კომპანიას წარადგენენ, სადაც მუშაობენ. წელს ეს ღონისძიება 16 ივლისს, "ტფილის ბიზნესცენტრში" გაიმართება. მასში 50-მდე ცნობილი კომპანიის თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც უმეტესად, პიარსამსახურების წარმომადგენლები ან მარკეტინგის მენეჯერები არიან, ამასთან, პროექტში კომპანიების ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ. საღამოზე ლიკა ყაზბეგის პატარა მოდელები, სიმბოლურად, ბიზნესლედის ამპლუაში წარდგებიან. ბიზნესქალბატონებს საშუალება ეძლევათ, კრეატიულად მიუდგნენ საკუთარი თავისა და კომპანიის პრეზენტაციას.

"მედიაპალიტრის" სახედ კომპანიის ახალგაზრდა მომხიბვლავი თანამშრომელი, გაყიდვების მენეჯერი მარიანა ნინიკაშვილია წარდგენილი:

- იმისათვის, რომ საღამოზე საქმიანი ქალი წარმოვადგინო, კაბაზე თვითონ ვიზრუნე და ლამაზი სამოსიც შევარჩიე. ყოველი გამომსვლელის ამოცანაა, თავი კრეატიულად წარუდგინოს საზოგადოებას, ამაზე მეც ვიფიქრე და პოდიუმზე "ბომონდისა" და "და ქალის" ჟურნალებს დავარიგებ. ამასთან, რამდენიმე ეგზემპლარს კამერებთან საპოზიოროდაც შემოვინახავ.

- არ გაგიჭირდა პოდიუმზე რეპეტიციის გავლა?

- არა, ვინაიდან პარალელურად სააგენტო "ამსას" მოდელიც ვარ. რეპეტიციისთვის დიდი დრო არ დამჭირდა, სულ რაღაც ერთი საათი. ლიკა ყაზბეგიც ძალიან მონდომებულია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ნებისმიერმა გამომსვლელმა ღირსეულად წარადგინოს თავისი კომპანია. თითოეული მათგანი ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგა.

ლალი ფაცია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები