ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა მაღაროში გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან მანგანეზში" განუცხადეს, ადგილზე დაიღუპა შალვა დარბაიძე.

როგორც მაღაროს თანამშრომლები აცხადებენ, შალვა დარბაიძე ფითილს ამზადებდა, რა დროსაც ჭერი ჩამოინგრა, ამფეთქებელს ლოდი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია