მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, "თეგეტა მოტორსმა" სპეციალური აპარატურა შემოიტანა

მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, "თეგეტა მოტორსმა" სპეციალური აპარატურა შემოიტანა

მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, "თეგეტა მოტორსმა" საქართველოში სპეციალური აპარატურა პირველმა შემოიტანა. კომპანიის ინფორმაციით, სპეციალური აპარატურის მეშვეობით ხდება კონდიციონერის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით და შესაბამისი აპარატით, უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. კომპანია განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს კონდიციონერის ჰაერის სისტემის გაწმენდას იმ ავტომობილებში, რომლებითაც ხშირად მგზავრობენ პატარები.

იონიზაციის სერვისი სპობს კონდიციონერის ჰაერის სისტემის არხებში ალერგიულ მიკრობებს, სოკოს ბაქტერიებს და ასუფთავებს ჰაერს; აქრობს ავტომობილის სალონში უსიამოვნო სუნს, მათ შორის თამბაქოს სუნსაც.

სპეციალისტების განცხადებით, კონდიციონერის ჰაერის სისტემის პერიოდულად გაწმენდის გარეშე, ავტომობილი და მასში დაგროვილი უსიამოვნო სუნი, სოკო და მიკრობები, საფრთხეს უქმნის მგზავრების ჯანმრთელობას. უამრავი ნივთიერება, რითიც ატმოსფეროა გაჯერებული, ავტომობილების სალონსა და კონდიცირების სისტემაში წლობით ილექება, გროვდება და გარკვეული დროის შემდეგ შედის რეაქციაში ერთმანეთთან. მსგავსი სათბურის ეფექტის მქონე გარემო სხვადასხვა ბაქტერიების და მიკროორგანიზმების განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პირობებში - წარმოიქმნება ზღარბის მაგვარი მცირე მიკროორგანიზმები, რომლებიც დროთა განმავლობაში მრავლდება.

მსგავსი ნივთიერებები არა მარტო კონდიცირების სისტემაში გროვდება, არამედ სალონში არსებულ მატერიებზეც და შემდეგში ხვდება ადამიანის სასუნთქ ორგანოებში, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადებას.

კონდიცირების სისტემის გაწმენდა მავნე მიკრობებისგან და იონიზაციის სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია "თეგეტა მოტორსის" ვაკისა და ფოთის ფილიალებში. პროცედურა 20-25 წუთს გრძელდება. მომსახურების ღირებულება 30-40 ლარს შეადგენს. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ ან, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა