ინტერნაციონალური პროსტიტუცია საქართველოში - "უზ­ბე­კი მე­ძა­ვე­ბი ქარ­თულ სექ­სინ­დუს­ტრი­ას იპყ­რო­ბენ"

ინტერნაციონალური პროსტიტუცია საქართველოში - "უზ­ბე­კი მე­ძა­ვე­ბი ქარ­თულ სექ­სინ­დუს­ტრი­ას იპყ­რო­ბენ"

სექ­სმუ­შა­კე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი მეტ­-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი არი­ან და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლო­ა. თუმ­ცა ბო­ლო დროს ხში­რად მო­ის­მენთ ან წა­ი­კითხ­ავთ, რომ "ღა­მის პეპ­ლე­ბი" ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­რავ­ლდნენ. ისე, ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა სფე­რო­ში გვყავს ექ­სპერ­ტე­ბი თუ ძა­ლად გა­ექ­სპერ­ტე­ბუ­ლი პი­რე­ბი, მაგ­რამ აბა რო­გო­რი საქ­მე­ა, სექ­სინ­დუს­ტრი­ა­ში გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბულ ადა­მი­ანს მი­აგ­ნო და შემ­დეგ ალა­პა­რა­კო. თუმ­ცა ძი­ე­ბას ყო­ველ­თვის მო­აქვს შე­დე­გი. ჩვენ­მა რეს­პო­ნდენ­ტმა, რო­მელ­მაც გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა, გვითხ­რა, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სექ­სმომ­სა­ხუ­რე­ბის ად­გი­ლე­ბის მომ­რავ­ლე­ბის შე­სა­ხებ სუ­ლაც არ არის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი: "გან­სა­კუთ­რე­ბით ეს თბი­ლისსა და ბა­თუმ­ზე ით­ქმის. "ბა­ზარს" ძი­რი­თა­დად, რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ამა­რა­გე­ბენ. ნა­კა­დი გა­ი­ზარ­და - რა­ტომ მოხ­და ეს, არ ვი­ცი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს... არც იმის ახ­სნას და­ვიწყ­ებ, თუ რა ხდე­ბა პა­ტარ­-პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ებ­ში, ღა­მის ბა­რე­ბის დიდ ნა­წილ­ში და ე.წ. სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრებ­ში. მი­მო­ი­ხე­დეთ გარ­შე­მო, ნა­ხეთ, რო­გორ პან­ტა-­პუნ­ტით იხ­სნე­ბა "მა­სა­ჟის სა­ლო­ნე­ბი". მუ­შა­ო­ბენ, იმი­ტომ, რომ კლი­ენ­ტი ჰყავთ. ხუ­თი წლის წინ თბი­ლის­ში 20 ბორ­დე­ლი იყო. ახ­ლა არ ვი­ცი, რამ­დე­ნი­ა, მაგ­რამ ას­ზე მე­ტი კი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მა­ლე ბა­თუ­მი გა­ას­წრებს დე­და­ქა­ლაქს. ეს ისე­დაც ყვე­ლამ იცის. ამ სფე­რო­შიც ის ხდე­ბა, რაც ყველ­გან - კონ­კუ­რენ­ცია იზ­რდე­ბა და თუ არ გან­ვი­თარ­დი, ჩა­ი­ძი­რე­ბი. ად­რე რო­გორ იყო, იცი? ასე ვთქვათ, ამ "ბიზ­ნეს­ში" ჩარ­თუ­ლი ხალ­ხი არ აქ­ცევ­და ყუ­რადღ­ე­ბას, რო­გო­რი "გო­გო­ე­ბი" ჰყავ­დათ - მა­ხინ­ჯი, მსუ­ქა­ნი თუ და­უ­ბა­ნე­ლი. კლი­ენ­ტი ყო­ველ­თვის ბლო­მად იყო. დღეს კი სხვაგ­ვა­რად ხდე­ბა - ეს სფე­რო რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ი­ყო. მა­გა­ლი­თად, ნორ­მა­ლურ სას­ტუმ­რო­ებ­ში მსუ­ქა­ნი და შეუ­ხე­და­ვი ვერ "და­საქ­მდე­ბა". ამა­თაც თა­ვი­სი "პრეს­ტი­ჟი" აქვთ.

იგი­ვე ხდე­ბა ე.წ. სა­რე­ლაქ­სა­ციო ცენ­ტრებ­ში - ნორ­მა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა უნ­და გქონ­დეს. თუმ­ცა თბი­ლის­ში ბევ­რია ისე­თი ე.წ. სას­ტუმ­რო, სა­დაც ღო­რიც კი არ შე­ვა. ქა­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რი ჰყავთ - მათ შო­რის ბევ­რია ისე­თი, რომ არ შე­ე­ხე­დე­ბა. თუმ­ცა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტი კლი­ენ­ტი ასეთ ად­გი­ლებს ჰყავთ. არც არის გა­საკ­ვი­რი - "სა­ღო­რე­ებ­ში" სა­ა­თი 50 ლა­რი ღირს, სხვა ე.წ. პრეს­ტი­ჟულ ად­გი­ლებ­ში კი ფა­სი 150 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. ისე, 50-ლა­რი­ა­ნებს ძი­რი­თა­დად რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი აკითხ­ა­ვენ. არც 150-ლა­რი­ა­ნე­ბი არი­ან ტოპ­-მო­დე­ლე­ბი, მაგ­რამ სუფ­თად მა­ინც აც­ვი­ათ. სა­ერ­თოდ, ასე - გო­გოს კლი­ენ­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 პრო­ცენ­ტი რჩე­ბა - და­ნარ­ჩენს სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე და "მა­მა­შა" ინა­წი­ლე­ბენ". მი­სი­ვე თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი "პო­პუ­ლა­რო­ბით" სლა­ვუ­რი "ღა­მის პეპ­ლე­ბი" სარ­გებ­ლო­ბენ: "ყვე­ლას უკ­რა­ი­ნელს ეძა­ხი­ან, მაგ­რამ ზო­გი აქა­უ­რი რუ­სი­ა, ზო­გი კი თმა­შე­ღე­ბი­ლი სო­მე­ხი. ისე, თბი­ლის­ში არის სას­ტუმ­რო­ე­ბი, სა­დაც "ნაღ­დი" უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჰყავთ და საკ­მა­ოდ ლა­მა­ზე­ბი. თუმ­ცა ფა­სიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - 200 დო­ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. არი­ან ჩი­ნე­ლე­ბიც და ყა­ზა­ხე­ბიც, რომ­ლე­ბიც მა­სა­ჟის ცენ­ტრებ­ში მუ­შა­ო­ბენ. არის ე.წ. ელი­ტა, რო­მელ­ზეც ხე­ლი ყვე­ლას არ მი­უწ­ვდე­ბა - მა­თი კლი­ენ­ტუ­რა ძი­რი­თა­დად უცხ­ო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი არი­ან. "ე­ლი­ტური მე­ძა­ვე­ბის" ფა­სი 1000 დო­ლა­რი­დან იწყ­ე­ბა და ზოგ­ჯერ 3000 დო­ლარ­საც აღ­წევს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სექ­სტუ­რიზ­მმაც მო­ი­კი­და ფე­ხი: "ა­მის­თვის ძი­რი­თა­დად ირ­ა­ნე­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან, თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლან ამის გა­მო. ყვე­ლა­ზე კარ­გი კლი­ენ­ტე­ბი ირა­ნე­ლე­ბი არი­ან - ხმას არ იღე­ბენ და ფულს იხ­დი­ან. მე პი­რა­დად ბევრ სას­ტუმ­რო­ში მი­მიყ­ვა­ნია ირა­ნე­ლე­ბი. სხვა­თა შო­რის, მა­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, მაგ­რამ თუ გენ­დნენ, კარ­გა­დაც გიხ­დი­ან. თურ­ქე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში "სა­გუ­ლაოდ" ისე­ვე ჩა­მო­დი­ან, ჩვენ რომ ჩავ­დი­ო­დით რუ­სეთ­ში. ყვე­ლა­ზე ცუ­დი კლი­ენ­ტე­ბი არი­ან - ჯერ წუ­წუ­ნე­ბენ, შემ­დეგ ფუ­ლის გა­დახ­და არ უნ­დათ. და სულ ცდი­ლო­ბენ, რომ შა­რი მოგ­დონ. ზოგს ჰგო­ნი­ა, რომ თურ­ქე­ბი ძი­რი­თა­დად ბა­თუ­მის ბორ­დე­ლებს სტუმ­რო­ბენ, მაგ­რამ ასე არ არის. სწო­რედ თბი­ლის­ში უყ­ვართ თურ­ქებს "გუ­ლა­ო­ბა". მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სექ­სბა­ზარ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი "კად­რე­ბი" შე­საძ­ლო­ა, მა­ლე უცხ­ო­ე­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი შუ­ა­ა­ზი­ე­ლებ­მა შე­ა­ვიწ­რო­ონ. ისე, ცნობისთვის - რამდენიმე დღის წინ ბეშუმში უზბეკი რაიხონ კურანბაევა მოკლული იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ის საქართველოში ნარგიზ რახმანოვამ პროსტიტუციაში ჩასაბმელად ჩამოიყვანა. თუმცა კურანბაევა მას პოლიციაში დასმენით დაემუქრა. არსებული ინფორმაციით, "მამაშამ" მისი მკვლელობა ორ ბათუმელს შეუკვეთა, თავად კი ქვეყნიდან გაიქცა. თუმცა უზბეკების საკითხი უკვე სხვა სტატიის თემაა.

რო­გორ ასა­ღე­ბენ შუააზი­ელ სექ­სმუ­შა­კებს ტა­ი­ლან­დელ მა­სა­ჟის­ტე­ბად

ახ­ლა­ხან უზ­ბე­კეთ­ში ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს უზ­ბე­კე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა 300-ზე მე­ტი ქა­ლის უზ­ბე­კე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩაყ­ვა­ნის საქ­მე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ბა­თუ­მის დის­კოკ­ლუ­ბებ­ში სექ­სმომ­სა­ხუ­რე­ბა უნ­და გა­ე­წი­ათ კლი­ენ­ტე­ბის­თვის - მთე­ლი ღა­მით მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში 300 დო­ლა­რი, ერ­თჯე­რად მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში კი - 50 დო­ლა­რი უნ­და მო­ეთხ­ო­ვათ. უზ­ბეკ­მა გო­გო­ნებ­მა პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს და აცხ­ა­დებ­დნენ, რომ ტრე­ფი­კე­რე­ბის ქსელ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, თუმ­ცა ყო­ველ­თვის იძუ­ლე­ბას­თან არ გვაქვს საქ­მე. რო­გორც "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" გა­არ­კვი­ა, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში უზ­ბე­კი მე­ძა­ვე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო "და­საქ­მე­ბის" პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი გახ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ზოგ­ჯერ ტუ­რის­ტე­ბის რან­გშიც ჩა­მო­დი­ან და შემ­დეგ რჩე­ბი­ან "უ­კე­თე­სი კლი­ენ­ტუ­რის" იმე­დით. სა­ინ­ტე­რე­სო ისა­ა, რომ ხში­რად ზო­გი­ერთ მა­სა­ჟის ცენ­ტრში (­რო­გორ მა­სა­ჟებ­საც აკე­თე­ბენ ამ ცენ­ტრე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, ალ­ბათ, ხვდე­ბით), უზ­ბე­კებს ტა­ი­ლან­დე­ლე­ბად ასა­ღე­ბენ. თბი­ლის­ში ასე­თი შემ­თხვე­ვაც მოხ­და - ერ­თ-ერ­თმა ბიზ­ნეს­მენ­მა უზ­ბე­კი კო­ლე­გე­ბი, პა­ტი­ვის­ცე­მის მიზ­ნით, ერ­თ-ერთ ასეთ ცენ­ტრში წა­იყ­ვა­ნა. ჰო­და, ბე­დი არ გინ­და - ერ­თ-ერთ "ტა­ი­ლან­დელ­ში" უზ­ბეკ­მა თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვი იც­ნო და ისე­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, რომ იმ ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებს ეგო­ნათ, ომი და­იწყ­ო­ო. რა­ტომ გახ­და სა­ქარ­თვე­ლო შუააზი­ელ სექ­სმუ­შა­კებ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი? საქ­მე­ში გარ­კვე­უ­ლი ხალ­ხის ცნო­ბით, ჯერ ერ­თი, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ეგ­ზო­ტი­კურ ხილ­ზე" მოთხ­ოვ­ნა გა­ი­ზარ­და. მე­ო­რეც - ჩვენში სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ბევ­რად უფ­რო ძვი­რი ღირს, ვიდ­რე უზ­ბე­კეთ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ პოს­ტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში "ერ­თი სა­ა­თი" 15 დო­ლა­რი ღირს და შე­საძ­ლო­ა, მე­ძა­ვი 5 დო­ლარ­ზეც და­ი­თან­ხმო. აქ­ვე ალ­ბათ, უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ უზ­ბე­კეთ­ში პროს­ტი­ტუ­ცი­ით ძი­რი­თა­დად, დიდ ქა­ლა­ქებ­ში უღა­რი­ბე­სი სოფ­ლე­ბი­დან ჩა­სუ­ლი ქა­ლე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბულ­ი. რა თქმა უნ­და, მე­ძავს ურ­ჩევ­ნი­ა, უზ­ბე­კეთ­ში 15 დო­ლა­რად "მუ­შა­ო­ბას", იმავე სექ­სმომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ნი­მუმ 50, მაქ­სი­მუმ კი 150 დო­ლა­რი მი­ი­ღოს­ (თან თუ ტა­ი­ლან­დე­ლად ან ვი­ეტ­ნა­მე­ლად გა­ა­სა­ღე­ბენ). ასე­ვე, უზ­ბე­კე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ კუთხ­ით შე­უ­და­რებ­ლად ლი­ბე­რა­ლუ­რი­ა. რო­გორც "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" სარ­წმუ­ნო წყა­რომ გა­ნუცხ­ა­და, ნელ­-ნე­ლა ყა­ლიბ­დე­ბა მთე­ლი ქსე­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შუააზი­ე­ლი მე­ძა­ვე­ბის "ექ­სპორ­ტი" უფ­რო ფარ­თო მას­შტა­ბებს მი­ი­ღებს. "მა­ლე ქარ­თულ სექ­სინ­დუს­ტრი­ას უზ­ბე­კი მე­ძა­ვე­ბი და­იპყ­რო­ბენ. ეს რა თქმა უნ­და, ხუმ­რო­ბით. ისე სა­მართალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ალ­ბათ, მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ", - გა­ნაცხ­ა­და წყა­რომ. თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ შუ­ა­ა­ზი­ე­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ "სექ­სინ­დუს­ტრი­ა­ში" არი­ან ჩაბ­მუ­ლე­ბი, ისე­თე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იძუ­ლე­ბით ჩა­ა­ბეს. კერ­ძოდ, ტ­რე­ფი­კე­რებს გო­გო­ნე­ბი უზ­ბე­კე­თი­დან სხვა­დას­ხვა პი­რო­ბით ჩა­მოჰ­ყავთ - სა­მო­მავ­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­დაყ­ვა­ნის და ოჯა­ხებ­ში ძი­ძე­ბად, ბა­რებ­ში მიმ­ტა­ნე­ბად, სას­ტუმ­რო­ებ­ში დამ­ლა­გებ­ლე­ბად და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია