მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო

მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე ენგურში დაკარგულთა ძებნაში სპეც-ტექნიკა ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მდინარეში დაკარგულთა ახლობელმა სოფიკო ლომიამ განუცხადა , ადგილზე დღეს დილიდან უკვე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა, კატარღები და ნავები. სვანეთში თბილისიდან და ბათუმიდან მყვინთავებიც ჩავიდნენ.

"შეიძლება ითქვას, რომ ძებნა დღეს დაიწყო. აქამდე მხოლოდ ჭოგრიტით აკვირდებოდნენ. მდინარის სირთულიდან გამომდინარე დიდ იმედებსაც ვერ გვაძლევენ და იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება ცხედრები ვერ იპოვონ", - აღნიშნა ლომიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ უმნიშვნელო ნივთები და მანქანის საბურავი, თუმცა ისიც უცნობია, საბურავი მათ მანქანას ეკუთვნოდა თუ არა.

რამდენიმე დღის წინ, სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. დაკარგულია ოთხი პირი, მათ შორის 24 წლის ტყუპი დები, მათი დედა და ბიძა.

იხილეთ ვიდეო: სამაშველო ოპერაცია მდინარე ენგურზე - მაშველები ოთხ დაკარგულს ეძებენ

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია