"ეგეოსის ავიახაზები" ფრენების რაოდენობას ზრდის

"ეგეოსის ავიახაზები" ფრენების რაოდენობას ზრდის

"ეგეოსის ავიახაზები" ფრენების რაოდენობას ზრდის. მენეჯმენტის ინფორმაციით, რეისები დაემატება იმ მიმართულებებს, რომელზეც მოთხოვნა მზარდია. ცვლილებები შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მათ შორის რეისები ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დაემატება, თუმცა კომპანიის ცნობით, ეს ყველაფერი მგზავრთა ნაკადის ზრდაზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის "ეგეოსის ავიახაზები" რეისებს თბილისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებს. ბილეთის ღირებულება კი 400-420 ევროა.

ამ დროისთვის ქართულ ავიაბაზარზე 25-მდე ავიაკომპანიაა რეგისტრირებული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა