ადამ ლევინი დაინიშნა

ადამ ლევინი დაინიშნა

მომღერალი ადამ ლევინი რამდენიმე დღის წინ მოდელ ბეჰატი პრინსლოუზე დაინიშნა. მოდელი იმდენად აღფრთოვანებულია ბეჭდით, რომ მხოლოდ მასზე ლაპარაკობს.  

"ეს ბეჭედი 1930-იან წლებში შეიქმნა. ვინტაჟურია. ადამმა ის თავად აარჩია", - განაცხადა ბეჰატიმ.

არანაკლებ რომანტიკული აღმოჩნდა თავად წინადადებაც:

"ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ და ამ დრომდე ვერ დამიჯერებია, რომ ეს სიმართლეა! ეს კლასიკური ხელის თხოვნა იყო - ადამი ცალ მუხლზე დადგა. მამაჩემსაც კი დაურეკა!" - განაცხადა მოდელმა.

როგორი იქნება ქორწილი, წყვილმა თავადაც არ იცის. "ჯერ დღევანდელი დღით ვტკბებით და ჩვენს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ვზეიმობთ", - აღნიშნა ლევინის მომავალმა მეუღლემ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო