კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ავტომობილების მფლობელებს ავტოზარალის შემთხვევების ადგილზე ანაზღაურებას სთავაზობს. კომპანიის განმარტებით, თანხის ანაზღაურება შემთხვევის ადგილზე ხდება, როდესაც დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა და ზარალის ოდენობა 1000 ლარამდეა. ხოლო თუ დაზღვეული ავტომობილით ზარალი მიადგა სხვა ავტომობილს, ანაზღაურება მოხდება დაზარალებულისთვის დამატებით 1000 ლარის ფარგლებში.
ასანაზღაურებელი თანხა დაზღვეულისთვის ხელმისაწვდომია ისევე სწრაფად.
ადგილზე ავტოზარალის დარეგულირება შეეხება კერძო პირების ავტოსაგზაო შემთხვევებს თბილისსა და მის შემოგარენში 15 კილომეტრის რადიუსზე, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
მცირე ავტოსაგზაო შემთხვევები შეფასდება შემთხვევის ადგილზე "ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტო დაზღვევის სერვის მენეჯერების მიერ. კლიენტთან შეთანხმებით, იქვე გამოიწერება ანაზღაურების დოკუმენტი, რომლის განაღდება შესაძლებელი იქნება იმავე დღეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" სერვის ცენტრში, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 2. ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მომხდარ შემთხვევებზე ასანაზღაურებელი თანხა დაზღვეულს ჩაერიცხება პირად ანგარიშზე.
ზარალის შეფასება ხდება "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ შემუშავებული საბაზრო ღირებულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების სქემის მიხედვით.
სადაზღვევო ანაზღაურების სამსახურის უფროსის ჯემალ ქარუმიძის განცხადებით, კომპანიის პრაქტიკაში ძალიან ხშირია შედარებით მცირე ავტო საგზაო შემთხვევები, რომელთა შეფასებასაც დიდი დრო არ მიაქვს და ექსპერტებს ამ პროცედურის შესრულება ადგილზევე შეუძლიათ. შესაბამისად, გადაწყვიტეს ამ სერვისის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც დაზღვეულებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი დაყოვნებისა და დამატებითი პროცედურების გავლის გარეშე მიიღონ ანაზღაურება და მოახდინონ დაზიანებული ავტომობილის შეკეთება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9