"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"

"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"

19 ივლისს მომღერალ ნინი ბადურაშვილს ქალიშვილი, ელენე შეეძინა. "კვირის პალიტრა" იმედა კახიანს დაუკავშირდა და შვილიშვილის დაბადება მიულოცა.

- ბატონო იმედა, გილოცავთ ელენეს შეძენას.

- დიდი მადლობა ბატონო, ღმერთმა გაგახაროთ. დაიბადა პატარა ელენე, ღვთის წყალობით ყოველგვარი გართულების გარეშე.

- თუ გაიზიარა ეს სიხარული ელენეს მამის ოჯახმა?

- არა, არავინ გამოჩენილა.

- არც თქვენს მეგობარ გივი ჩიქვანაიას დაურეკავს?

- არა, არ ჩანან... ალბათ, არ უნდა ამ კაცს (ირაკლის ვგულისხმობ) მშვიდობა, აღიარება და რას ვიზამთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ნამდვილად კარგი გვარია - კუტალაძე, მაგრამ ბაგრატიონიც რომ იყოს, ვერ შევეხვეწებით თუ არ უნდა.

- ანუ ბავშვი შესაძლოა ბადურაშვილის გვარზე იყოს?

- ალბათ, რადგან მამა არანაირ ინიციატივას არ იჩენს, ბავშვი დედის გვარზე იქნება, აბა, როგორ?! მე არ ვიცი, რა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული ადამიანი, ამ დროს რომ არ გამოჩნდეს. ლანძღვა-გინებას არ ვაპირებ ირაკლისას, ალბათ, არ იყვნენ ერთმანეთის ბედი და ვერ გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ ბავშვი გაჩნდა, კაცო, და ამ დროს უყურადღებობა გაგონილა?!..

- თავად ნინი როგორ გრძნობს თავს?

- ბედნიერია, გვერდით ჰყავს ბავშვი, ძუძუს აწოვებს და ამბობს, ჯერ არ ვიცი ვინ არის, საიდან მოვიდაო... მოკლედ, ელენემ ყველაფერი დაგვავიწყა. ამხელა სიხარული მოგვივლინა ღმერთმა და სხვაზე რაზე უნდა იფიქრო ადამიანმა?!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია