გორში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სავაჭრო ობიექტი "კალათა" გაიხსნა

გორში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სავაჭრო ობიექტი "კალათა" გაიხსნა

გორში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი სავაჭრო ობიექტი "კალათა" გაიხსნა.

მაღაზიაში ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება საყოფაცხოვრებო ნივთები და სამეურნეო საქონელი.

"მაღაზიაში გორელებს და შიდა ქართლის მოსახლეობას საშუალება ექნება შედარებით იაფად ხარისხიანი პროდუქცია შეიძინოს. ჩვენი ამოცანაა, რომ სახელმწიფო სერვისებით, სახელმწიფო მომსახურებით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და ამიტომ ვცდილობთ ასეთი მაღაზიები გავხსნათ. გორი არის მეხუთე ქალაქი, სადაც სააგენტოს მაღაზია გაიხსნა. წარმატებას ვუსურვებ ამ სამსახურს. მიმაჩნია, რომ ასეთი ქსელით ჩვენ შევძლებთ კონკურენცია გავუწიოთ არაორგანიზებულ ვაჭრობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის, ზურაბ ახალკაციშვილის განცხადებით, მომსახურების სააგენტოს მთავარი მიზანია, მომხმარებლისთვის კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების შეთავაზება.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მაღაზიის გახსნა მომხმარებელთა დიდმა ინტერესმა, ხარისხმა და ხელმისაწვდომმა ფასებმა განაპირობა. სავაჭრო ობიექტში სამი ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა