"მებრძოლთა კლუბი" გაგრძელდება

"მებრძოლთა კლუბი" გაგრძელდება

ცნობილი ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკი "მებრძოლთა კლუბის" გაგრძელებას დაწერს. ამის შესახებ მწერალმა Comic-Con-ის ფარგლებში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა, შემდეგ კი ინფორმაცია "ტვიტერსა" და საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განათავსა.

რომანი კომიქსების სტილში გამოვა. გაგრძელება იმაზე მოგვითხრობს, თუ რა მოსდით ისტორიის მთავარ გმირებს, ჯეკს (რომელსაც ფილმის ეკრანიზაციაში მსახიობი ედვარდ ნორტონი განასახიერებს) და ტაილერს ( მის როლს ბრედ პიტი ასრულებს). კომიქსებში მოთხრობილი იქნება მარლას ისტორიაც, რომელიც ფილმ "მებრძოლთა კლუბში" ბრიტანელმა ვარსკვლავმა, ჰელენა ბონემ კარტერმა განასახიერა.

სავარაუდოდ, სიუჟეტი შემდეგნაირად განვითარდება: ჯეკი და მარლა დაქორწინდებიან და ცხოვრობენ მშვიდად, რაც გმირებს ძალიან აღიზიანებთ. მაშინ მათ ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდება ტაილერი, რომელიც წყვილის პატარა შვილს იტაცებს.

პალიკის განცხადებით, კომიქსები ჩახლართული და პირქუში იქნება. სავარაუდოდ, "მებრძოლთა კლუბის" გაგრძელება 2015 წელს გამოვა.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს